3D ოთახის დიზაინერი

KARE-3-d-appმოუხდება თუ არა ეს ღია მწვანე სავარძელი ჩემს ოთახს? მსგავს შეკითხვებზე წამებში შეგეძლებათ პასუხის გაცემა აპლიკაციის საშუალებით, სადაც ავეჯს შეხედავთ და განათავსებთ თქვენს ოთახში 3D ფორმატში, თქვენი კამერისა და ჩვენი 3D დაგეგმვის პალიკაციის საშუალებით. განახლებულ KARE აპლიკაციას გააჩნია წინამორბედებზე ბევრად მეტი ფუნქცია.

3-D planning

მარტივად შეიყვანეთ თქვენი ოთახის, კარებისა და ფანჯრის ზომები და ფერები, ასევე ნებისმიერი კუთხით დაატრიალეთ თქვენი ოთახი სამ განზომილებაში. ახლა უკვე შეგიძლიათ შეიტანოთ ოთახში ავეჯი, ხალიჩა, განათება და დეკორაციები – სცადეთ სხვადასხვა კომბინაციები, სანამ იპოვით სასურველ ალტერნატივას. შეგიძლიათ თქვენი ოთახი დაგეგმოთ როგორც პროფესიონალმა, ძალიან მალე და ძალიან ადვილად.

3-D ავეჯი თქვენს საცხოვრებელ ოთახში რამდენიმე წამში
თქვენ უკვე შეარჩიეთ სასურველი ავეჯი; ახლა უკვე შეგიძლიათ შეხედოთ მას სხვადასხვა კუთხით, შეუთავსოთ სხვა ნივთებს. ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ სურათი ეკრანიდან, შეინახოთ ან გაუზიაროთ მეგობრებს Facebook-ზე ან Pinterest-ზე. KARE-ს მფლობელი და CEO პეტერ შონჰოფენი ამბობს: “აპლიკაციები, რომლებიც გვიჩვენებენ კატალგოის სურათებს უკვე წარსულს ჩაბარდა. ჩვენი აპლიკაციით მომხარებლებს შეუძლიათ გაერთონ და შეაფასონ საკუთარი გემოვნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.”

 

KARE-Room-Designer-App-QRდამატებითი რეალობა
დამატებითი რეალობა არის ინოვაციურ ტექნოლოგია, რომელიც გვეხმარება საკუთარი წარმოდგენის რეალურ ცხოვრებაში გადატანაში კომპიუტერის დახმარებით. მაგალითად, ოთახის ვიზუალური გამოსახულება თქვენს კამერაში იძენს განსხვავებულ განზომილებას “დამატებითი რეალობის” ტექნოლოგიის საშუალებით. KARE-ს აპლიკაცია გთავაზობთ წარმოიდგინოთ 3-D განზომილების ავეჯისა და აქსესუარების მოდელები, ისეთ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად, როგორიც არის ზომები და მასალები. KARE-ს აპლიკაცია ახდენს მხოლოდ იმ ობიექტების ჩამოტვირთვას, რომლებსაც თქვენ მონიშნავთ, რაც თავიდან გაცილებთ დიდი მოცულობის ინფორმაციის ჩამოტვირთვას და საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაანაწილოთ სასურველი დიზიანის ობიექტები თქვენს ვირტუალურ ოთახში.

 

Get the KARE Room Designer App now!

The KARE brand symbolizes furnishing ideas which are unique, non-conformist and authentic. Ever since 1981 the company has been surprising its fans worldwide with an incomparable and inexhaustible variety of new furniture, lighting and furnishing accessories, all expressing an intense passion for design.