ჩვენს შესახებ - KARE Georgia

ჩვენს შესახებ

ბრენდი KARE წარმოგიდგენთ უნიკალურ, არა კონფორმისტულ და აუთენტიკურ იდეებს ავეჯის გაფორმების შესახებ, რომლებიც არასოდეს მოგაწყენთ და მუდამ გაამდიდრებს თქვენს წარმოსახვას. 1981 წლიდან კომპანია აღაფრთოვანებს მის გულშემატკივრებს და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, ახალი ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შეუდარებელი და ამოუწურავი დიზაინის წყაროთი. მომხიბვლელი აღმოჩენები ხელოვანთა სახელსონოებიდან და ცოტათი გიჟური, მაგრამ უნიკალური ავეჯის მოდელები ქმნიან ‘wow’ ეფექტს, რომ არაფერი ვთქვათ მასიური ხის ავეჯზე, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას თელი ცხოვრების განმავლობაში.

KARE ყველა სხვა ბრენდზე უფრო დიდ წარმატებას აღწევს შაბლონებისა და მიღებული სტანდარტების დამსხვრევაში და ახალი ტრენდებისა და ინოვაციური ავეჯის დიზაინის შექმნაში, რომლებიც ფრთებს ასხამს ინტერიერის ენთუზიასტების ოცნებებს. ჩვენი ტრენდები გახსნილია სპონტანურობისთვის და ინოვაციებისთის, რაც ქმნის შემოქმედებით აურას, მისაღები და სასურველი ცხოვრების სტილის კოლექციების შესაქმნელად. ჩვენ ვმუშაობთ გამორჩეული და რომანტიული სულებისთვის, ველური და დახვეწილი გემოვნების ადამიანებისვთის და ყველასთვის, ვინც მზად არის გაარღვიოს საზღრები საკუთარი სახლის ინტერიერის შესაქმნელად.

შთაგონება – არა კომპრომისი

KARE არის უკომპრომისო ავეჯის კომპანია, რომელიც სასტიკ უარს აცხადებს ფართოდ გავრცელებულ და მიღებულ კონცეფციებზე. KARE-ს სტრატეგია დაფუძნებულია ბაზრის გრძნობაზე და რევოლუციურ ავეჯის იდეებზე, რაც განაპირობებს გრძელვადიან წარმატებას. იურგენ რეიტერი და პეტერ შონჰოფენი წინ უძღვებიან ამ ყველაფერს. მათ დაარსეს ეს კომპანია, ჯერ კიდევ სტუდენტებმა და ამჟამად როგორც მფლობელები და მენეჯერები უდგანან მას სათავეში – ენთუზიაზმით, ინოვაციებითა და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსეები. როგორც საერთაშორისო მომწოდებელი და ცვლილებების გენერატორი KARE სწრაფი, მოხერხებული და შესაბამისად წარმატებულია ბაზარზე.

ჩვენ ვქმნით მსოფლიოს დეკორაციებს!

საკუთარი მაღაზიები გერმანიასა და ავსტრიაში, 200 საბრენდო მარაზია მსოფლიოში და 2000 სავაჭრო პარტნიორი ქმნის კარეს კოსმოპოლიტურ სულისკვეთებას და აერთიანებს ყველა ასაკის ახალგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე ხალხს 40-ზე მეტ ქვეყანაში. 2014 წელს კომპანიამ გახსნა KARE Kraftwerk – საერთაშორისო ფლაგმანი მაღაზია, რომელიც სთავაზობს უნიკალური ცხოვრების სტილისა და მომავლის ინტერიერის მოწყობის იდეებს.

KARE Design GmbH არის კერძო კომპანია, რომელიც ოპერირებს ავეჯის, განათებისა და აქსესუარების საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ფრანჩაზერი, დისტრიბუტორი, რითეილერი, shop-in-shop ოპერატორი, საკონტრაქტო ბიზნესისა და ინტერიერის ტრენდების დამფუძნებელი, მიუნხენში დაარსებულმა კომპანიამ დღევანდელ დღემდე დიდი წინსვლა განიცადა:

  • KARE მსოფლიოში, ივნისი 2015: 200 საბრენდო მაღაზია 40 ქვეყანაში
  • დაარსების წელი: 1981
  • მფლობელები, დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები: იურგენ რეიტერი, პეტერ შონჰოფენი
  • KARE-ს საბრენდო ქსელის ფრანჩაიზერი
  • საკუთარი საცალო ქსელი გერმანიასა და ავსტრიაში, ფლაგმან მაღაზია KARE Kraftwerk მიუნხენში, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიები მიუნხენში
  • KARE ონლიან მაღაზია: მფლობელი და ოპერატორი www.kare.de
  • ექსპორტის მოცულობა: დაახლოებით 70 პროცენტი
  • გამოფენები: ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავეჯის გამოფენა: კიოლნი, ფრანკფურტი, პარიზი, მილანი, შანხაი, მოსკოვი
  • შიდა გამოფენები: წელიწადში სამი საერთაშორისო გამოფენა პარტნიორებისთვის
  • შესყიდვის ოფისები და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა აღმოსავლეთ ევროპაში, ჩინეთსა და ინდოეთში
  • თანამშრომლები: გერმანიის სათაო ოფისში დაახლოებით 380 ადამიანი 28 ეროვნების, 1150 KARE-ს მსოფლიო ქსელში
  • ქალების მონაწილეობა მენეჯმენტში: 40 პროცენტი
  • ტრენინგები: სავაჭრო პალატის ჯილდო ტრენიგისთის, ყოველი მე-10 თანამშრომლის ტრენინგისთვის
  • ცენტრალური ლოგისტიკა სათაო ოფისში 30,000 m², აგრეთვე კომპანიის გარეთ არსებული საწყობები
  • ლოგისტიკის ცენტრი აზიაში პირდაპირი მიწოდებისთვის
  • ჯილდო: “წლის მაღაზია 2015” KARE Kraftwerk-ის ფლაგმან მაღაზიას მიუნხენში
  • ჯილდო: “E-Mail Marketing Award 2015”
  • KARE აკადემია: საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი
  • სოციალური პასუხისმგებლობა: მონაწილეობა ‘მსახიობები ბავშვებისთის’ მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად და სხვა პროექტები.